2016-2017 სასწავლო წელი
17.10.2016
სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში - რიცხვი ,,2“ მიზანი:
- რიცხვი ,,2''-ის გაცნობა;
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
- მშობლებთან/კოლეგებთან თანამშრომლობა.
21.11.2016
გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი /ქართული, მუსიკა/ ძველი თბილისი,საკრავების მუზეუმი.
მიზანი:
- · თბილისის ისტორიის გაცნობა;
- · ძველი თბილისის დათვალიერება;
- · სხვადასხვა საკრავების გაცნობა-დათვალიერება; მათი ხმიანობის მოსმენა.
21.12.2016
სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში
,,კანინზომიერება და მიმდევრობები''
მიზანი:
- ჯგუფური მუშაობის უნარის გამომუშავება;
- მიმდევრობის შექმნა და აღწერა;
- ურთიერთანამშრობლობითი უნარის ჩამოყალიბება.
2015-2016 სასწავლო წელი
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში
ქართულ ენაში ჩავატარე გაკვეთილი აქტივობის გამოყენებით - ,,მასწვლებელი კალამი". საგაკვთილო პროცესი განსხვავებული ფორმატით განხორციელდა. მოსწავლეები ისხდნენ იატაკზე (ბალიშებზე). დაფაზე წინასწარ იყო გამზადებული სათაური და ილუსტრაცია, რამაც მოსწავლეებში ინტერსი აღძრა. მასწავლებელი იყო კალმის როლში, ხოლო ბავშვები - ავტორის. მათ მიერ მოფიქრებულ ტექსტს მასწავლებელი წერდა დაფაზე. აქტივობამ დიდი ინტერესი და ხალისი გამოიწვია. ყველა აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გასვლითი გაკვეთილი საკრავების მუზეუმში
30 ოქტომბერს ჩავატარეთ გასვლითი გაკვეთილი საკრავების მუზეუმში. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ძველი
საკრავების შესახებ, მოისმინეს მათი ხმიანობა. დაათვალიერეს ქართული და ევროპული საკრავები.
გაეცნენ საკრავების წარმოშობის და დამზადების ისტორია.
Комментариев нет:
Отправить комментарий